Sunday, April 14, 2019

მეცხრე დღის რეფლექსია

ამ  9 დღის განმავლობაში ვისწავლე ბევრი ახალი და საინტერესო რამ,რასაც გამოვიყენებ პრაქტიკაში. დღევანდელი დღე დაეთმო თითოეული ჩვენთაგანის ნამუშევრების პრეზენტაციებს. მოვისმინეთ და მივეცით ერთმანეთს უკუკავშირი. ვისწავლეთ  ბლოგზე საქაღალდის  გამოქვეყნება და გავაზიარეთ ჩვენი ნამუშევრები.
  დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს შორენა ბადურაშვილს. 

Sunday, April 7, 2019

მერვე დღის რეფლექსია

დღეს ხარებაა. მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ დღევანდელი დღე, როგორც ჩვენს არაჩვეულებრივ ტრენერს, ასევე ჯგუფის თითოეულ წევრს.უფალი გფარავდეთ.
როგორც ყველა დანარჩენი დღევანდელი დღეც საინტერესო იყო. დავასრულეთ გეგმის შაბლონი, ცარიელი ველები, რომელიც შესავსები გვქონდა შევავსეთ, დავათვალიერეთ პორტფოლიო, მივეცით საბოლოო სახე და დავასრულეთ. განვიხილეთ დრაივში ელექტრონული კითხვარის გაკეთება. ვისწავლეთ ლინკის ბლოგზე ატვირთვა და განთავსება.

Saturday, April 6, 2019

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე  საკმაოდ დატვირთული იყო. დავიწყეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომის წყვილებში გაზიარებით. მივეცით ერთმანეთს უკუკავშირი. ვიმუშავეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომზე.