Sunday, April 14, 2019

მეცხრე დღის რეფლექსია

ამ  9 დღის განმავლობაში ვისწავლე ბევრი ახალი და საინტერესო რამ,რასაც გამოვიყენებ პრაქტიკაში. დღევანდელი დღე დაეთმო თითოეული ჩვენთაგანის ნამუშევრების პრეზენტაციებს. მოვისმინეთ და მივეცით ერთმანეთს უკუკავშირი. ვისწავლეთ  ბლოგზე საქაღალდის  გამოქვეყნება და გავაზიარეთ ჩვენი ნამუშევრები.
  დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს შორენა ბადურაშვილს. 

Sunday, April 7, 2019

მერვე დღის რეფლექსია

დღეს ხარებაა. მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ დღევანდელი დღე, როგორც ჩვენს არაჩვეულებრივ ტრენერს, ასევე ჯგუფის თითოეულ წევრს.უფალი გფარავდეთ.
როგორც ყველა დანარჩენი დღევანდელი დღეც საინტერესო იყო. დავასრულეთ გეგმის შაბლონი, ცარიელი ველები, რომელიც შესავსები გვქონდა შევავსეთ, დავათვალიერეთ პორტფოლიო, მივეცით საბოლოო სახე და დავასრულეთ. განვიხილეთ დრაივში ელექტრონული კითხვარის გაკეთება. ვისწავლეთ ლინკის ბლოგზე ატვირთვა და განთავსება.

Saturday, April 6, 2019

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე  საკმაოდ დატვირთული იყო. დავიწყეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომის წყვილებში გაზიარებით. მივეცით ერთმანეთს უკუკავშირი. ვიმუშავეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომზე. 

Sunday, March 31, 2019

მეექვსე დღის რეფლექსია

გავეცანით შეფასების სხვადასხვა რუბრიკებს. შევქმენით ჩვენი პროექტისთვის შეფასების რუბრიკები და შევიტანეთ მონაცემები პროექტის შაბლონში. დავწყვილდით და ერთმანეთს მივეცით რჩევები და დავუწერეთ კომენტარები. მივიღეთ დავალება მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი. ყოველი დღე უფრო და უფრო საინტერესო და ნაყოფიერია, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენს ენერგიულ ტრენერს შორენა ბადურაშვილს. მადლობა მას.

Saturday, March 30, 2019

მეხუთე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე ნაყოფიერი იყო. წარმოვადგინეთ ჩვენი  ნაშრომები ვისაუბრეთ აღნისნული თემების ირგვლივ . დავწყვილდით და ერთმანეთს მივეცით რჩევები კომენტარები. განვიხილეთ ინტერნეტი, როგორც საძიებო სისტემა და საკომუნიკაციო სასუალება. ვისწავლეთ, როგორ მოვიძიოთ ინფორმაცია, ვიდეო, სურათები, კომენტარის გაკეთება ბლოგებზე. ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე. გავიარეთ მეოთხე მოდული და ვნახეთ მოსწავლის ნამუშევრები. მივიღეთ დავალება შემდეგი დღისთვის.

Sunday, March 24, 2019

მეოთხე დღის რეფლექსია

ტრენინგის დღევანდელი დღე დაეთმო შეფასების რუბრიკების შესწავლას, შევქმენით ვიცი-მინდა ვიცოდე -ვისწავლე ცხრილი და მივიღეთ დავალებად პროექტზე მუშაობა. საინტერესოდ წარიმართა დღევანდელი დღე,რისთვისაც მადლიერი ვართ ჩვენი განუმეორებელი ტრენერის შორენა ბადურაშვილის.

Saturday, March 23, 2019

მესამე დღის რეფლექსია

დრევანდელი დღე დაეთმო სასწავლო პროექტის დაგეგმვას. ესგ-ის სტანდარტების გათვალისწინებით შევიმუშავეთ სასწავლო მიზნები, გავუზიარეთ ერთმანეთს  აზრები  და მივიღეთ რჩევები კოლეგებისაგან. მიზნებს შევუსაბამეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
ზოგადი კითხვა
როგორ დამეხმარება მათემატიკა სამყაროს შეცნობაში?
თემატური კითხვები
როგორ გამოიანგარიშებ მოცემული ოთახის ფართობს საჭირო სიდიდის ხალიჩის შესარჩევად?

Sunday, March 17, 2019

მეორე დღის რეფლექსია

         ტრენინგის დღევანდელი დღე დაეთმო პუბლიკაციის მომზადებას პროექტებით სწავლების თემაზე. გავეცანით ერთმანეთის თემებს. ვისწავლეთ ჩეკლისტის შექმნა, ბუკლეტების დამზადება,რომელიც დაინტერესებულ ადამიანებს აუხსნის ჩვენს მიერ პროექტების განხორციელების მიზნებს. გავიხსენეთ Word-ში მუშაობა. ვიმუშავეთ ეროვნულ სასწავლო გეგმაზე, მივიღეთ დავალება შემდეგი დღისთვის.

Saturday, March 16, 2019

პირველი დღის რეფლექსია

დღეს  გავეცანით პროექტებით სწავლებას. მოხდა გაცნობა და კურსის ძირითადი მიზნების გაცნობა. შევქმენით საქაღალდეები და ბლოგი. ამ კურსის კარგად შესწავლით მე ვფიქრობ უფრო მეტად გავიღრმავებ ცოდნას, რაც დამეხმარება მოსწავლეთა წარმოსახვის  განვითარებაში,შემოქმედებითი უნარების წახალისებასა და საბოლოოდ უკეთესი სასწავლო შედეგების მიღწევაში